მუზეუმის შესახებ
სელფის მუზეუმი არის უნიკალური სივრცე თბილისში – ინტერაქტიული და თანამედროვე დიზაინის პავილიონებით, სადაც თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ შთამბეჭდავი, სახალისო და განსხვავებული ფოტოები. მუზეუმი 600 კვარდატული ფართობისაა და მასში 30 სხვადასხვა თემატიკის დეკორაციაა წარმოდგენილი, რომლებიც ითვალისწინებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის გემოვნებას.
სელფის მუზეუმის გუნდი ზრუნავს, რათა თითოეულ სტუმარს ფერადი, მხიარული და დაუვიწყარი განწყობა შეუქმნას.. თქვენ მხოლოდ თქვენი მობილურის, ფოტოაპარატისა და მეგობრების მობილიზება გჭირდებათ დღის მხიარულად გასატარებლად.
რას ამბობენ ჩვენზე
“ძალიან კარგი გარემო. უსაყვარლესი თანამშრომლებით
ნინისტუდენტი
P.S. თანამშრომლის სახელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან საყვარელი გოგო იყო, ბევრი სურათიც გადაგვიღო”
“მადლობა ფერადი შთაბეჭდილებებისთვის. საუკეთესოები ხართ!”
კრისტინამოდელი
“ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემო და ყურადღებიანი თანამშრომლები. საუკეთესოები ხართ! ძალიან გამიხარდება თუ გაფართოვდებით.”
ნიკოლოზიფოტოგრაფი
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინოთ ბილეთი?
ბილეთის შეძენა შესაძლებელია ადგილზე, სალაროში.
რა ღირს ბილეთი?
ზრდასრულისთვის – 20.00 ლარი
ბავშვებისთვის (3-17 წლის) – 15.00 ლარი
3 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
როგორ ვიხდით თანხას ადგილზე?
შეგიძლიათ გადაიხადოთ, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათით.
საჭიროა თუ არა წინასწარ დაჯავშნა?
წინასწარ დახავშნა აუცილებელი არ არის.
არის თუ არა შეზღუდული დრო და რამდენია მუზეუმში ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა?
მუზეუმში ყოფნის ხანგრძლივობა არის დაახლოებით, 1-1.5 საათი. დროში შეზღუდული არ ხართ. იმდენ ხანს იქნებით მუზეუმში, რამდენიც დაგჭირდებათ სასურველი ფოტოების გადასაღებად.
შესაძლებელია ტანსაცმლის გამოცვლა სხვადასხვა ფოტოების გადაღების მიზნით?
შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი გარდერობით, სადაც შეინახავთ თქვენს პირად ნივთებს ან გამოიცვლით.
შესაძლებელია თუ არა თქვენი მუზეუმის რაიმე ღონისძიების, ქორწილის ფოტოსესიის ან კომერციული გადაღების მიზნით გამოყენება?
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, წინასწარ ფასის და დროის შეთანხმებით. ამისთვის, მოგვწერეთ დეტალურად მეილზე: hi@mos.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 0322 193 197.
შევძლებ ნივთების უსაფრთხოდ შენახვას?
რა თქმა უნდა. შეგიძლიათ ისარგებლოთ მუზეუმში არსებული დაცული უჯრებით. მუზეუმი იხსნის პასუხისმგებლობას უყურადღებოდ დატოვებულ ნივთებზე.
შესაძლებელია თუ არა რეკვიზიტებისთვის ადგილის შეცვლა?
მუზეუმში რეკვიზიტების გადადგილება ნებადართული არ არის. მსგავსი შეკითხვებით მიმართეთ ჩვენს სივრცის ასისტენტს.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკვიზიტი დავაზიანე?
მუზეუმში არსებული რეკვიზიტების დაზიანების შემთხვევაში დაითვლება ზარალი და შესაბამისად აანაზღაურებთ დაზიანებული ნივთის საფასურს.
შემიძლია თუ არა წამოვიყვანო ჩემი შინაური ცხოველი?
ნებისმიერი ცხოველის მიმართ მეგობრულები ვართ, მაგრამ მუზეუმის ტერიტორიაზე მათი შემოყვანა არ არის დაშვებული.
დასაშვებია მუზეუმში საკვებით ან სასმელით შემოსვლა?
მუზეუმში ნებისმიერი სახის სასმელით ან საკვებით შემოსვლა დაუშვებელია.
საკონტაქტო ინფორმაცია
12:00 საათიდან 20:00 საათამდე